5 აპრილის მონაცემებით, გამოვლინდა კოვიდის 578 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჩატარდა 24 540 ტესტი, აქედან 22 012 ანტიგენტესტი, ხოლო 2 528 PCR ტესტი.
NCDC-ის ინფორმაციით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 2,11%.