ბოლო 24 საათში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი.
ჩატარდა 8 854 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.67%-ია.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 1 651 470 შემთხვევა. პანდემიას ემსხვერპლა 16 771 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 148 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 18, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 11, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 239 საიდანაც, 412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 230, აჭარაში - 24, იმერეთში - 81. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 102 პირი, მათ შორის, თბილისში - 63, აჭარაში - 16, იმერეთში - 8. 2 827 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.