logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 40 ადამიანი

13 თებ 202211:04
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა.

ჩატარდა 46 425 ტესტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი, 12 თებერვლის მდგომარეობით, 33.84%-ია, ბოლო 7 დღის მაჩვენებელი - 32.85%, 14 დღის - 31.66%. 

გარდაიცვალა 40 ადამიანი

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 1 454 065 შემთხვევა, პანდემიას 15 556 ადამიანი ემსხვერპლა. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:

6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 493, აჭარაში - 767, იმერეთში - 1 205.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 270 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 155, იმერეთში - 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი,  მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.

1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 945 - თბილისში, 424 - აჭარაში.

182 537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა