logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 57 ადამიანი

12 თებ 202211:00
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 20 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა 65 829 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.88%-ია.  ბოლო 14 დღის მაჩვენებელი - 31.06%, 7 დღის - 33.18%.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 57 ადამიანი. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 15 516 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურდა 1 438 353 შემთხვევა.  

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა - 1 488, იმერეთი - 3 269, ქვემო ქართლი - 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია - 572, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 337, კახეთი - 1 127, მცხეთა-მთიანეთი - 370, სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 97.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 196 192 საიდანაც:

6 100 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 483, აჭარაში - 768, იმერეთში - 1 226.

მძიმე პაციენტია 1 261 პირი, მათ შორის, თბილისში - 488, აჭარაში - 153, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 39, იმერეთში - 23.

1 758 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 073 - თბილისში, 445 - აჭარაში.
188 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა