logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

03 აპრ 202213:41
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 13 061 ტესტი. 

დადებითობის მაჩვენებელი - 1.66%-ია. 

გარდაიცვალა 5 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში 1 649 222 შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს ემსხვერპლა 16 756 ადამიანი. 
  
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482, საიდანაც: 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 256, აჭარაში - 36, იმერეთში - 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 პირი, მათ შორის, თბილისში - 73, აჭარაში - 16, იმერეთში - 15. 3 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა