logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 33 ადამიანი

01 აგვ 202110:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აიცრა 13 792 ადამიანი, სულ აცრილია - 495 381.

31 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 806 კვლევა, მათ შორის 17 708 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 098- PCR-ით.

დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 8,34%, ბოლო 14 დღის - 6,95%, ბოლო 7 დღის - 7,57%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 196 შემთხვევა;
  • აჭარა - 443;
  • იმერეთი - 322;
  • ქვემო ქართლი - 111;
  • შიდა ქართლი - 95;
  • გურია - 70;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163;
  • კახეთი - 157;
  • მცხეთა-მთიანეთი -51;
  • სამცხე-ჯავახეთი - 34;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 31 597 აქტიური შემთხვევაა. 5 881 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 024, აჭარაში - 661, იმერეთში - 798. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 139 პირი, მათ შორის, თბილისში - 514, აჭარაში - 109, იმერეთში -262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 170, აჭარაში - 7, იმერეთში - 17. 2 038 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 041 - თბილისში, 659- აჭარაში. 23 678 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 756 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 125, პირი, აჭარაში - 4 138, იმერეთში - 2 375.


close დახურვა