ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3700 ადამიანს დაუდასტურდა. 38 817 ტესტი.
გარდაიცვალა კიდევ 81 ადამიანი.
13 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან - 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე გამოვლინდა ვირუსის 784 091 შემთხვევა. გარდაცვლილია 10 975 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 700 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 596 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 240, შიდა ქართლი - 307, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 236, კახეთი - 327, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
- დღეისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 56 708 ადამიანი, საიდანაც:
- 1 216 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 803 - თბილისში, 241 - აჭარაში.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 51, ხოლო აჭარაში - 0.
- სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 25 272 პირი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში.