უკანასკნელ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსისგან გარდაიცვალა 10 ადამიანი. კოვიდ 19-სგან 356 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.56%-ია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 093 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 545 PCR ტესტით.