logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ჩატარდა 2 795 ტესტი

03 იან 202110:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 31 ადამიანი გარდაიცვალა, 2 469 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 2 795 კვლვევა ჩატარდა, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით, 927 კი PCR ტესტით.

კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევიდან თბილისში 128 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში - 37, იმერეთში კი 71.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 33;
  • შიდა ქართლი - 32;
  • გურია - 9;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45;
  • კახეთი - 29;
  • მცხეთა-მთიანეთი - 24;
  • სამცხე-ჯავახეთი - 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 4 209 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 897 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 299 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 229 169 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 220 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2603 კი გარდაიცვალა.


close დახურვა