logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 676 შემთხვევა, გარდაიცვალა 11, ჩატარდა 19 989 ტესტი

30 იან 202110:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა, 1 441 კი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 19 989 კვლევა ჩატარდა. მათ შორის, 13 126 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 863 PCR ტესტით.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • თბილისი - 253;
  • აჭარა - 44;
  • იმერეთი - 139;
  • ქვემო ქართლი - 29;
  • შიდა ქართლი - 41;
  • გურია - 14;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72;
  • კახეთი - 47;
  • მცხეთა-მთიანეთი - 14;
  • სამცხე-ჯავახეთი -20;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალბს, 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან  175 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 257 632 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 248 537 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 159 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა