logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

20 თებ 202211:05
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 400 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ჩატარდა 32 470 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.95%-ია, 7 დღის მაჩვენებელი - 29.7%, ბოლო 14 დღის - 31.5%; 

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 856 ადამიანი. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა - 611, იმერეთი - 1 440, ქვემო ქართლი - 511, შიდა ქართლი - 464, გურია - 344, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 661, კახეთი - 723, მცხეთა-მთიანეთი - 157, სამცხე-ჯავახეთი - 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44.

დღეისთვის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 144 477, საიდანაც: 

5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 627, იმერეთში - 1 038.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 483, აჭარაში - 142, იმერეთში - 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში - 166, აჭარაში - 39, იმერეთში - 26.

932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 - თბილისში, 168 - აჭარაში.

137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 


close დახურვა