logo
ENG



გამოკითხვები შსს-ში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

17 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

გამოძიებას არაფერს ვუმალავ - ეს ფრაზა უთხრა მედიას 3-საათიანი დაკითხვის შემდეგ შაქარაშვილი საქმეში ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ. იაკობ ბრეგვაძე სხვა კითხვებს არ პასუხობს, ჩვენებების შეცვლას უარყოფს ადვოკატიც.

ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მოწმეების მიმართ ისტერია უნდა დასრულდეს. ისევ უცნობია, რატომ უთხრა გამოძიებას ფოტოგრაფმა, რომ მცხეთიდან სახლში დაბრუნდა, როცა მოგვიანებით საქმეში აღმოჩნდა თემქაზე წვეულების გაგრძელების ფოტოები. 

უზუსტობები ჩვენებებში ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მოკლული ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატები 5 მოწმის, მათ შორის გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძის ხელმეორედ ოფისში გამოკითხვას მოითხოვენ.

ტრაგიკული წვეულების მონაწილეების გამოკითხვას განაგრძობს გამოძიება და ამ დრომდე უცნობია, ვის წაუყენებენ ბრალს განზრახ მკვლელობის მუხლით. შესაძლოა, კითხვების ნაწილს პასუხი გასცეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ, რომელიც უკვე დანიშნულია და კომისიური წესით უნდა ჩატარდეს.


close დახურვა