logo
ENG



გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

19 ნოე 201900:08
3 წუთის საკითხავი
 
lao0p695egap96t.jpg

 IRI-ის გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო 71% მხარს უჭერს  ნატო-ში ინტეგრაციას.

ამავდროულად, მოქალაქეების 87% თვლის, რომ რუსეთი ქვეყნის მტერია, ხოლო  83%-ს მიაჩნია, რომ მისგან საფრთხე მოდის.

კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტი-რუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. 



close დახურვა