საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგიონებში მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, დღის განმავლობაში 3 საათით ავტომობილით გადაადგილება შეეძლებათ.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ისინი შეძლებენ, ავტომობილით დილის 06:00-დან 08:00 საათამდე მივიდნენ სამუშაო ადგილზე და საღამოს 6-დან 7 საათამდე პერიოდში უკან დაბრუნდნენ.
ნებართვების გაცემას ადგილობრივი ხელისუფლებები და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოები მოახდენენ.
„იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო სამუერნეო წარმოების თვალსაზრისით და რეგიონებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ. მათ დილის 06:00-დან 08:00 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ და საღამოს 6-დან 7 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და გადაწყვეტილების აღსრულება, ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.