logo
ENG



გამოსავალი კომაროვის მოდელია - ელისაშვილის პარტიამ განათლების პროგრამა წარადგინა

20 ოქტ 202023:56
3 წუთის საკითხავი
 
ye96f7n7aigxmkg.jpg

პარტია მოქალაქეებმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში "საქართველო ირჩევს" განათლების პროგრამა წარადგინა, რომელიც, მათი თქმით, "კომაროვის მოდელზეა" დაფუძნებული. პროგრამა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ქეთი თურასაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად, "კომაროვის მოდელი" გამოსავალია. 

"ეს არის მოდელი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ძალიან მაგარ ფილოსოფიურ მიდგომას: კომაროვი ყოველთვის ცდილობს, დაასაქმოს ყოფილი კომაროველები. დღეს გვხვდება ბევრი კომაროველი მასწავლებელი, რომელსაც თვითონ აქვს კომაროვი დამთავრებელი", - თქვა ელისაშვილის პარტიის წევრმა.

მანვე განმარტა, რომ ამ მოდელით, ბავშვებს უნდა განუვითარდეთ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი, რათა თავად შეძლონ ამოცანების ამოხსნა "უკვე ცხოვრებისეული, ფართო გაგებით". 

პარტია მოქალაქეებმა წარმოადგინა გეგმა, თუ რას გააკეთებენ განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად:

  • "ვაპირებთ, გავაძლიეროთ დაფინანსება პროფესიული გადამზადების მიმართულებით;
  • მასწავლებლებს პოლიტიკა ჩამოვაშოროთ და არ იყოს მათი ვალდებულება და ტვირთი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა; 
  • უზრუნველვყოთ ყველა საჯარო სკოლაში გახანგრძლივებული ჯგუფების არსებობა". 

"ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კერძო სკოლების უმრავლესბა ჯობია საჯარო სკოლებს. ჩვენ თუ არ გავბედეთ ეს ცვლილებები, არასოდეს არ გვექნება ძლიერი ეკონომიკა, თუ არ გავბედეთ ეს ცვლილებები, ფორბსიც ნეგატიურ შედეგს დაგვიდებს, რომ რადგან საქართველოში განათლების დონე დაბალია, ამიტომ არ შემოედინება უცხოური ინვესტიციები", - განაცხადა ქეთი თურასაშვილმა. 

 


close დახურვა