გამოსახლების წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ამჯერად ბალახაძეების ოჯახის საცხოვრებელთან - თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე. აღსრულების ბიურომ პროცესი გადადო.
ამ კვირას ეს მეორე ფაქტია, როცა დაგეგმილი გამოსახლება ვერ შედგა. აღსრულების ბიუროს შეცვლილ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე დღის წინ კეკელიძის ქუჩაზე ხმაურიანი პროტესტი. ზანდუკელზე, ბალახაძეების ოჯახის მხარდასაჭერად მისულმა მოქალაქეებმა ორი დაკავებულის - აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლებაც მოითხოვეს.