თვალით უხილავი ოდენობით ნარკოტიკის ფლობისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსახმარებლად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისათვის დაწესებული სასჯელი არაკონსტიტუციურად სცნო.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანის დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის, რომლის არათუ გავრცელება არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელი იყო, საქართველოს კონსტიტუციას არღვევდა.
სასამართლომ საიას არგუმენტები გაიზიარა და ამ ოდენობის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ძალადაკარგულად სცნო.