logo
ENG



გამოუძიებელი დანაშაულები და კრიმინალური ვითარება - ქვეყანაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება

25 ივლ 202020:52
3 წუთის საკითხავი
 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ერთ ტრაგედიას, სამწუხაროდ, მეორე მოსდევს და დაუსრულებლად ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა გამოძიების ობიექტურობაზე, პროფესიონალიზმზე, საქმის ფალსიფიკაციაზე.

რატომ და როდის იქცა სახელმწიფო კრიმინალების მფარველად და რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? - თუ ამ კითხვებს სვამ, საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი ხარ და არასდროს ეზარებათ შენს წინააღმდეგ დარაზმონ ბოტები, მოახდინოს შენი მარგინალიზაცია, გლანძღონ, გაგინონ, დაგემუქრონ - ეს,  სამწუხაროდ, ჩვენი არაერთი ხელისუფლის მანკიერი მხარეა. 

ძალადობის გახშირების განცდის შექმნას ხელისუფლება მედიას და ოპოზიციურ ძალებს აბრალებს და გულგრილად ამბობს უარს რეალობის აღიარებაზე. ამ დროს საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სისტემური გამოუძიებელი დანაშაულები და კრიმინალური ვითარება ქვეყანაში ყოველდღიურად მძიმდება და ამ ვითარებაზე პასუხისმგებელი მოქმედი ხელისუფლებაა.


close დახურვა