გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
როგორც NAEC.GE-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
"ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც", - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.