თეთრიწყაროს რაიონში ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. „ფორმულას“ ინფორმაციით, იქ კორონავირუსი უკვე 15-მდე ადამიანს დაუდასტურდა.
კლინიკაში, სადაც პირველი ინფიცირებული მედიკოსი გამოვლინდა, 60 ადამიანი მუშაობს - მათ ტესტირება უტარდებათ. PCR ტესტირება ჩაუტარდა 31 მათგანს.
„კომენტარს ვერ გავაკეთებ, კორონავირუსი მაქვს. გუშინ დამიდასტურდა. ამ კლინიკის თანამშრომელი ვარ. ახლა კლინიკა დაკეტილია. სამსახურში ბოლოს 12 აპრილს იყო. ვერ გეტყვით რამდენს დაუდასტურდა - ბევრს აუღეს ანალიზები. არ ვიცით, როგორ გადაედო - მუშაობდა მხოლოდ აქ, არ მუშაობდა ბოლნისში.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ექთანი სოფელში დადიოდა და ჰქონდა ურთიერთობა მოსახლეობასთან.
„ექთანი იყო, სიცხე ჰქონდაო და დადიოდა მაღაზიაშიც, ჩვენც რისკჯგუფში ვართ", - ამბობენ ადგილობრივები.
საქართველოში კორონავირუსის 485 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული - აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.