logo
ENG



გამოცხადებული სიკვდილი - შაბათის ფორმულა

03 დეკ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის ბოლო შანსი - სასიკვდილო განაჩენი მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელისუფლებას უკვე გამოტანილი აქვს, თუმცა ახლა მოსასმართლე გიორგი არევაძემ, ქვეყნისთვის უმძიმესი განაჩენი ან უნდა შეცვალოს ან საბოლოოდ დააკანონოს. მოსმართლე არევაძე უკვე კითხულობს სამედიცინო დასკვნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი, სადაც ნათქვამია, რომ დაავადებები, რომელიც პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს აქვს, იწვევს კომას და სიკვდილს. ქართველი ექსპერტების მიერ მომზადებულ ამ საგანგაშო პროგნოზს, კიდევ უფრო ამძიმებს ამერიკელი ექიმის, დეივიდ სმიტის დასკვნა, სადაც ნობელიანტი ექიმი მის ექსპერტულ მოსაზრებებზე და სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. მძიმე მეტალები, პრეზიდენტის ორგანიზმში მას შემდეგ მოხვდა, რაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში შეასახლეს.


close დახურვა