logo
ENG



გამოძიება შედეგის გარეშე - მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე

12 სექ 202320:23
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმე ისე დაასრულა, ვერ დაინახა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ტელეეთერში ნახა. სპეცოპერაცია, რომელშიც სუს-ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, სამსახურმა იქამდე დაიყვანა, რომ ბრალდებულად მხოლოდ 1 შემსრულებელი, უკვე დაკავებული ნიკოლოზ გუგეშაშვილი დარჩა. ფორმულას გამოძიებით დადგენილია სუს-ის ერთ-ერთი თანამშრომლის ვინაობა. თვალთვალსა და კოორდინირებულ ქმედებაში სპეცსამსახურის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არც ის თქვა, ვინ არიან თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები, სამსახური დუმს ავტომანქანებზეც და დაზარალებულს არ აჩვენეს ვიდეოკამერები, რომლებიც საქმეს ნათელს მოჰფენდა.


close დახურვა