logo
ENG



გამოძიებამ ჩემი სოცქსელების მიმოწერები ნახა - ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა

19 ივლ 202016:42
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის ე.წ. ოქროს მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა  დასრულდა. 

ფოტოგრაფი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც ბრეგვაძემ აღნიშნა, გამოძიებამ სოციალურ ქსელში მისი მიმოწერები ნახა. 

გარდა ამისა, ბრეგვაძის თქმით,  მას გამოძიებასთან ჰქონდა კითხვები. კერძოდ კი, რატომ სცნო გამოძიებამ ის დაზარალებულად. ფოტოგრაფის თქმით, უწყებაში მას განუმარტეს, რომ დაზარალებულის სტატუსი მორალური ზიანის მიღების გამო მიენიჭა. 

აღშანიშნავია, რომ იაკობ ბრეგვაძე გამოკითხვაზე 17 ივნისსაც იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ფეხბურთელის საქმის ოქროს მოწმემ განაცხადა, რომ გამოძიებას არაფერს უმალავს

 


close დახურვა