logo
ENG



გამსახურდიას საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ, მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს

22 დეკ 201912:04
3 წუთის საკითხავი
 
1k26f8qepkf6klh.jpg

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბრალი დაუმძიმდა. ხუთი დაკავებულიდან გამოძიება ორ პირს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს.

"წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს. მასალები გამოგვეცა. ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში",-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი რომან ნადირაძე.

ბრალს არ აღიარებს კიდევ ერთი დაკავებულიც, რომლის ადვოკატის მტკიცებითაც მან დაჭრილი გამსახურდია სიკვდილს გადაარჩინა. 

„ბრალი შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინელებლობას, რაც არ ვაღიარეთ, რადგან არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ადგილზე იყო ცნობილი, რომ პიროვნება დაჭრილი იყო და პოლიციაც თავზე ადგა. მან კი მიიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით დაჭრილი და პრაქტიკულად გადაარჩინა ეს კაცი“, - აღნიშნავს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ვაჟა არობელიძე.

 


close დახურვა