logo
ENG



გამსახურდიას ცოლი: ცოტნეს 10 წელია გაწყვეტილი აქვს კონტაქტი მანანა არჩვაძესთან

29 იან 202008:53
3 წუთის საკითხავი
 

მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან, ცოტნე გამსახურდიასთან, მის მეუღლეს არ უშვებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ საქმისთვის კლინიკის ადმინისტრაციასთან მანანა არჩვაძემ საქართველოს პრეზიდენტი იშუამდგომლა. როგორც ცნობილია, კლინიკაში მუქარის წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააგზავნა. წერილში მოითხოვენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საიდუმლოთ დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კლინიკას სასამართლოთი ემუქრებიან.

წერილის გაგზავნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ამბობენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.

ანა ჯაბაური "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მეუღლის ნახვის პრობლემა არ შექმნია, ახლა კი თურქეთში, მას მანანა არჩვაძე არ აძლევს საშუალებას რომ მეუღლე მოინახულოს. რაც შეეხება გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კვლავ ძილის ფაზაში ჰყავთ მედიკოსებს, თუმცა ჯაბაურის ინფორმაციით, სედაციის დოზა შემცირებულია. 

"ჩემმა თურქმა ადვოკატმა მოიპოვა ეს ინფორმაცია თავისი მეგობრული წრიდან. ამ გზით გავიგე წერილის არსებობის შესახებ, რის მიხედვითაც, თუ კლინიკაში შემიშვებენ მანანა არჩვაძე საავადმყოფოს ჩივილით ემუქრება. ამ ქალბატონს არ ვიცნობ. პირველად არ შევხვდი პირისპირ, რადგან ცოტნეს 9-10 წელია გაწყვეტილი აქვს კონტაქტი. მე და ცოტნე 4 წელია ერთმანეთს ვიცნობთ და 2 წელია ერთად ვცხოვრობთ. ამ დროის განმავლობაში მათ კონტაქტი არ ჰქონიათ",-აცხადებს ანა ჯაბაური

ჯაბაურის ადვოკატის ჯაბა კვარაცხელიას თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ. 

"გასაკვირიც ეგაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ ფორმით მოქმედებს, რამაც გადაფარა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება და გამსახურდიას იზოლირება მოხდა მისი კანონიერი მხარდაჭერისგან. ველოდებით დეტალურ განმარტებას აღნიშნულზე",-აცხადებს ადვოკატი. 

 


close დახურვა