logo
ENG



გამსხურდიას ცოლის ადვოკატი: ანას და მანანას გაყოფილი აქვთ ცოტნეს ნახვის საათები

03 თებ 202013:19
3 წუთის საკითხავი
 

ცოტნე გამსახურდიასთან პალატაში მისი მეუღლე, ანა ჯაბაური შეუშვეს. კლინიკამ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი მკურნალობს, აკრძალვა მოხსნა.  

ანა ჯაბაურის ადვოკატის კახა კვარაცხელიას განცხადებით, მეუღლის დანახვამ ცოტნე გამსახურდიაზე დადებითად იმოქმედა. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა გამსახურდიას, რომელიც რძალს მეუღლესთან შესვლას უკრძალავდა, ისიც სტამბოლში იმყოფება. 

„ჰოსპიტალიდან მოწოდებული ინფორმაციით, მათ შეატყობინეს ქალბატონ მანანას, რომ აღარ არსებობდა ქალბატონი ანას რაიმე იურიდიული წინაღობის საფუძველი და უნდა დაეშვათ. ქალბატონი მანანასგან იყო რეაქცია, რომ თუ ანა შევიდოდა, ის არ მივიდოდა ჰოსპიტალში. ახლა ქალბატონ ანას და მანანას გაყოფილი აქვთ ნახვის საათები“, - განაცხადა ადვოკატმა.

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, ანა ჯაბაურს მეუღლის სანახავად არ უშვებდნენ. თავის მხრივ, ადმინისტრაციამ ბრალდება უარყო. 

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას გუშინ თავს დაესხნენ. ის მრავლობითი დაზიანებითა და ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამსახურდიას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

გამსახურდია თურქეთის კლინიკაში ხელოვნური ძილის ქვეშ რჩებოდა. ამ დროისთვის გამსახურდია კომიდან გამოიყვანეს.


close დახურვა