logo
ENG



გამყრელიძე: 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია

19 აგვ 202013:43
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 361-ია. ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან განიკურნა 1 098 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 7 235 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 302.


close დახურვა