logo
ENG



გამყრელიძე: B ტიპის ვირუსმა საქართველოში ცირკულაცია დაიწყო

08 დეკ 202012:29
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში B ტიპის ვირუსმა ცირკულაცია უკვე დაიწყო.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, წელს, შესაძლოა, გრიპის სეზონი შედარებით რბილი იყოს, რადგან მოსახლეობა, კორონავირუსის გამო, პრევენციული ღონისძიებების დაცვას მიეჩვია.

"პირველად, გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის ვირუსმა დაიწყო უკვე ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა უკვე გრიპის ვირუსი კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო, ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ მოსახლეობა მივეჩვიეთ პრევენციული ღონისძიებების დაცვას - პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა, უფრო მეტი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს, ამის გამო შესაძლებელია და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს", - თქვა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, ყოველთვის ატარონ პირბადე და გრიპის ვირუსზე აიცრან.


close დახურვა