logo
ENG



გამყრელიძე: აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში

27 მარ 202122:30
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია სინოფარმის ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა.

გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, ამ ეტაპზე მოლარაპაკებები გრძელდება ფაიზერთან, ნოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან და სხვა კომპანიებთან. 

"კონტრაქტია დადებული ერთ-ერთ ცნობილ ჩინურ მწარმოებელ კომპანია სინოფარმთან, რომლითაც ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი ჩინეთში, ემირატებში, სერბეთში, უნგრეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში. აპრილში სინოფარმის დაახლოებით 100 000 დოზა შემოვა საქართველოში. ის ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას, მაგრამ მას აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია.

მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ფაიზერთან, ნოვოვაქსთან, ჯონსონ ენდ ჯონსონთან, ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან და ბევრ მწარმოებელთან, რათა საქართველოში თანდათან შემოვიტანოთ ვაქცინების მეტი რაოდენობა. გვინდა, რომ ივლისიდან ფართოდ გაიშალოს ე.წ. მასობრივი ვაქცინაცია", – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. 

 


close დახურვა