logo
ENG



გამყრელიძე: აჭარაში, კარვებსა და პოლიკლინიკებში გამოკვლეული 8000-მდე პირიდან, 8 დადებითია

05 სექ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 
z3k0xuihzldu7aj.jpg

დაავადებათა კონტროლის ცენტის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმსა და ქობულეთში კარვებსა და პოლიკლინიკებში გამოკვლეული 8 000-მდე ადამიანიდან, ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა. მანვე დააზუსტა, რომ მათი ტესტირება ბოლო ერთ კვირაში ჩაატარეს. 

"ინტენსიური გაფართოვებული კვლევები მიმდინარეობს ბათუმსა და ქობულეთში", - ამბობს გამყრელიძე და აღნიშნავს, რომ გრძელდება საკონდიტრო დონაში ნამყოფი და აჭარაში ნამოგზაურები პირების გამოკვლევაც. 

დღეს, 5 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი სულ 1621 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 25 დღეს გამოვლინდა. 25 შემთხვევიდან 13 აჭარაში დადასტურდა, მათგან 9 საკონდირტო დონას კლასტერს მიეკუთვნება. COVID 19-ით დონასთან დაკავშირებულ კიდევ 22 ადამიანი დაინფიცირდა. 


close დახურვა