logo
ENG



გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების წყარო მშობლები არიან, რეკომენდაციაა, ყველა მშობელი აიცრას

09 ივლ 202115:57
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ბავშვებში ინფიცირების წყარო მშობლები არიან, რეკომენდაციაა, ყველა მშობელი აიცრას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დელტა და ალფა შტამები ბავშვებში უფრო სწრაფად ვრცელდება და ხშირ შემთხვევაში გადადების მთავარი წყარო მშობლები არიან.

მისი თქმით, ამ შტამებს კლინიკურად უფრო მძიმე მიმდინარეობები აქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლები სრულად ვაქცინირებული იყვნენ.

"ბავშვებში ალფაც და დელტა შტამიც უფროა ადვილად ვრცელდება. დელტა კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ", - თქვა გამყრელიძემ.

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული სამი ჩვილია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მათგან ერთს ინდური, დელტა შტამი დაუდგინდა, მეორეს კი ბრიტანული შტამი აქვს. მესამე ჩვილზე ინფექციის შტამის განსაზღვრისთვის კვლევა გრძელდება. 

ბავშვები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 

9 ივლისისთვის საქართველოში კორონავირუსის 1108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 598 აცრა, სულ კი - 289 399.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 113 895 ადამიანი. 


close დახურვა