logo
ENG



გამყრელიძე: ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, თუმცა გაფართოვდება ტესტირება

02 სექ 202011:55
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა იქ გაფართოვდება ტესტირება. ამის შესახებ მან დღეს, 2 სექტემბერს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არაა, ბათუმში ჩვეულებრივი ცხოვრება გაგრძელდება, ერთადერთი, გაფართოვდება ტესტირება. დღეს დილიდან კიდევ ერთი კარავი დაემატა, 5 პოლიკლინიკა იწყებს ამბულატორიულ ტესტირებას. 

მოწოდება არის რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვინც იყო დონაში, მათ შეუძლიათ ანაზღაურების გარეშე მივიდნენ ტესტირების ადგილებზე. საჭიროა აწარმოონ თვითმონიტორინგი, რაც ნიშნავს იმას, რომ დააკვირდნენ მე-3, მე-8 დღეებს შორის პერიოდი, თუ რაიმე სიმპტომი გამოჩნდება, აუცილებელია დაუკავშირდნენ 112-ს. 

მნიშვნელოვანია თბილისში ვინც ჩამოვიდა ბათუმი და, აუცილებელია აწარმოონ თვითმონიტორინგი. თუ რაიმე სიმპტომი ჩნდება დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში. 

მოვუწოდებ ბათუმის კლუბებსა და ბარებს, სადაც ინტენსიურად იკრიბება ხალხი, არ დასმულა საკითხი მათ დაკეტვაზე, მაგრამ იქ დაცული უნდა იყოს ყველა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიება - ყოველდღიური დალაგება და 2-3 დღეში ერთხელ სრული დეზინფექცია", - ამბობს გამყრელიძე.  

ამირან გამყრელიძის შეფასებით, ბათუმში სიტუაცია საყურადღებოა, რადგან არის მიკრო აფეთქება. 


close დახურვა