logo
ENG



გამყრელიძე: დაახლოებით 700 000 ვაქცინა შევუკვეთეთ, როცა დამტკიცდება, ხელმისაწვდომი იქნება

02 სექ 202012:20
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დაახლოებით 700 000 ვაქცინა შევუკვეთეთ, როცა დამტკიცდება, ხელმისაწვდომი იქნება

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით 700 000 ვაქცინა შეუკვეთა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, როდესაც ვაქცინა შესაბამისი მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და ჯანმოს მიერ დამტკიცდება, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"ჩვენ 31 აგვისტოს გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ასე იძლევიან, დაახლოებით ეს გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით. გვაქვს კიდევ ორი დედლაინი. 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ და მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება პრეკვალიფიცრებული, ის ხელმისაწვდომი იქნება ასევე ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 38-ით გაიზარდა. აქედან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია "დონას" უკავშირდება, 7 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 4 - შემოტანილი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. დღემდე ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1 548 შემთხვევაა გამოვლენილი.


close დახურვა