logo
ENG



გამყრელიძე: დაგეგილია რომ თვის ბოლოსთვის დღეში 1000 ტესტირებაზე ავიდეთ

28 აპრ 202010:17
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირებების არეალის გაფართოებას აანონსებს. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ საკარანტინე შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, შესაძლოა კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა იმატოს. ამ შემთხვევაში კი ჩატარებული ტესტების სიმრავლე და ჯანდაცვის სიძლიერეა საჭირო. ქვეყანაში ამ დროისთვის 11 სახელმწიფო და რამდენიმე კერძო კლინიკაში დაახლოებით  600-700-მდე ტესტი ტარდება,  მაისის 10- რიცხვიდან კი სავარაუდოდ  მათი რაოდენობა 1500-2000-სს მიაღწევს. ასევე ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შესაძლოა დღეში 3500-მდე ტესტირებაც ჩატარდეს.

„დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს ჩვენ უნდა ავიდეთ დღეში 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-ისთვის დაგეგმილი გვაქვს 1500-2000 და შემდეგ ძალიან გვინდა 3000 ტესტი გვქონდეს დღეში. ვისაც სჭირდებოდა PCR ტესტი, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი. იმიტომ დვიწყეთ ეს გაფართოება რომ, როდესაც ვამსუბუქებთ საკარანტინო ღონისძიებებს ორი მიმართულება უნდა გვქონდეს სრულყოფაში, ამას ქვია რომ უფრო მეტი ადამინის გატესტვის საშუალება უნდა გვქონდეს და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ კორონავირუსით ინფცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა. ვირუსისან ამ დრომდე 156 მოქალაქე განიკურნა, გარდაიცვალა - 6.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 


close დახურვა