დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, დიდ ქალაქებში ტრანსპორტის შეზღუდვაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
ტრანსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. რაც შეეხება ზოგადად შეზღუდვების გამკაცრებას, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოში დღეს, 25 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა.