logo
ENG



გამყრელიძე: დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება

02 სექ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირებულების რაოდენობის ზრდისა, დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, ქვეყანაში მკაცრი ღონისძიებების გატარების საფუძველი არ არის. 

"ეს შემთხვევების ზრდა, რაც ჩვენთან არის, არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადია და არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს დღეს მკაცრი საკარანტინე ან სხვა ღონისძიებების გატარების და ასეთი რამ არც იგეგმება", - განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, ეკონომიკა ვერ გაჩერდება, საჭიროა სწორი ბალანსის დაცვა. 

"ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. დღეს მდგომაროება ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება, ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდასა და ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველა გამოწვევას", - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 270 გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა