logo
ENG



გამყრელიძე: ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება, მაგრამ არა ნახტომისებურად

11 აპრ 202112:46
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება, მაგრამ არა ნახტომისებურად

იზრდება აქტიური შემთხვევების რიცხვი - 7000-ზე მეტია უკვე, ვინც ჰოსპიტლებში, აბულატორიულ თუ სასტუმროებში მკურნალობაზე არიან. ანუ დაწოლა ჯანდაცვის სექტორზე თანდათან მატულობს. ეპიდვითარების ყველა ინდიკატორი უარესდება, მაგრამ მას არ აქვს ე.წ. დიდი ნახტომისებური ხასიათი. ყველანაირად უნდა შევძლოთ, რომ შევაკავოთ და დავიჭიროთ ეპიდსიტუაცია ამ ფარგლებში აპრილ-მაისში, რომ მას არ ჰქონდეს ე.წ. ნახტომისებური ზრდის ხასიათი, რამაც საყოველთაო გავრცელებით შეიძლება შეგვიყვანოს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში ქვეყანაში.

მაქსიმალურად უნდა გავითავისოთ, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელსაც სამედიცინო სექტორი მოსახლეობა მუდმივად სთხოვს, ეს არის - პირბადის უნივერსალური ტარება, დისტანციის დაცვა, სანიტარული წესების დაცვა და რაც მთავარია დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება. ყველა კლასტერი, რომელიც დღეს არის, დაიწყო სუფრებიდან, დაიწყო სხვადასხვა ტიპის თავშეყრებისგან, ამიტომ ამას უნდა მოვერიდოთ და რაც მთავარია, უფრო აქტიურად მივიდეთ და ავიცრათ.


close დახურვა