logo
ENG



გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში პირბადე მოვიხსნათ

08 ივნ 202113:16
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგულაციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულოა, არ იგეგმება.

"ჯერჯერობით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა საშუალებას, რომ ღია სივრცეებში ჩვენ პირბადე მოვიხსნათ" - თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ე.წ. კომენდანტის საათს, NCDC-ს დირექტორი ამბობს, რომ ეპიდსიტუაციას კიდევ 2 კვირის განმავლობაში დააკვირდებიან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

"იყო დღეს მსჯელობა ამ საკითხზე, ღამის შეზღუდვასთან მიმართებაში და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე - 2 კვირა ეპიდსიტუაციას და მერე ვიმსჯელოთ, რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 8 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 510 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

close დახურვა