logo
ENG



გამყრელიძე: თებერვლის პირველ დეკადაში დღიურად შეიძლება იყოს 60 000-მდე შემთხვევა

11 იან 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: თებერვლის პირველ დეკადაში დღიურად შეიძლება იყოს 60 000-მდე შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თებერვლის პირველ რიცხვებში ინფიცირების მაჩვენებელი პიკში იქნება და დღიურად, შეიძლება 60 000-მდე შემთხვევა იყოს. ამაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

როგორც ის ამბობს, აქედან შეიძლება გამოვლინდეს 20-30% და დღიურად დადასტურებული შემთხვევები 10 000- 15 000 ფარგლებში მერყეობდეს.

"ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. შეიძლება გვქონდეს დღიურად 10 000- 12 000, 15 000 შემთხვევის დატვირთვა და ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500-  7 000-მდე შემთხვევა", - ამბობს გამყრელიძე.

11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

ბოლო 24 საათში  10 881 აცრა ჩატარდა.


close დახურვა