დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში კარანტინში 81 პირი იმყოფება. გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა და ურჩია, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.
„უკვე მკაცრი ფრენების აკრძალვა და რეჟიმი საზღვრებზე დიდ შედეგს არ იძლევა, რამეთუ ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებს. უფრო მეტი კონტროლი გადადის ადამიანის თვითიზოლაციაზე. დღევანდელი რიცხვით საქართველოში კარანტინში იმყოფება 81 პირი. ადამიანებს, რომლებიც შემოდიან განსაკუთრებით იტალიიდან, ეძლევა ყველას რჩევა თუ საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, ეძლევათ რეკომენდაცია თვითიზოლაციაზე 14 დღის განმავლობაში. თუ ამ დროს ეწყებათ სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს.
"ზოგადი რეკომენდაციები მინდა გავიმეორე თუ განსაკუთრებული აუცილებელი არაა, მოვერიდოთ მოგზაურობას ჩინეთში, ირანში, იტალია, იაპონია და სამხრეთ კორეა. თუმცა, შეიძლება ამას სხვა ევროპული ქვეყნები დაემატოს. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ ვიმოგზაუროთ. ევროპარლამენტი ვირტუალურ სხდომებზე გადადის, ყველას ვურჩიე, რომ შემოვიფარგლოთ ვიდეოკონფერენციებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში - ინფორმაცია რამდენიმე წუთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, შემთხვევა ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გუშინ გვიან ღამოთ დადასტურდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ინფიცირებული საქართველოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე კვლევა უტარდება კიდევ 4 პირს და ის არ გამორიცხავს, რომ ინფიცირება მათ შემთხვევაშიც დადასტურდეს.