logo
ENG



გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 538 ადამიანიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

24 სექ 202014:10
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 538 ადამიანიდან კორონავირუსი 4-ს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ დროებით ტესტირების პუნქტში სამ დღეში კორონავირუსზე ტესტი 754 ადამიანს გაუკეთდა.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 538 მოქალაქის ტესტის პასუხი ცნობილია, ვირუსი 4-ს დაუდასტურდა, რაც 0.7%-ია.

გამყრელიძის ცნობით, ტესტირება ახლაც გრძელდება და დღეს დასრულდება. ის მოუწოდებს მოსახლეობას, ვისაც ტესტის გაკეთება უნდა, იუსტიციის სახლთან 8 საათამდე მივიდეს, ტესტირება უფასოა. 

საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა