logo
ENG



გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 988 ადამიანიდან კორონავირუსი 7-ს დაუდასტურდა

28 სექ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: იუსტიციის სახლთან ტესტირებისას 988 ადამიანიდან კორონავირუსი 7-ს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იუსტიციის სახლთან მოწყობილ დროებით ტესტირების პუნქტში კორონავირუსზე ტესტი 988 ადამიანს გაუკეთდა. 

მისი ინფორმაციით, მათგან ვირუსი 7-ს დაუდასტურდა, რაც 0.7%-ია.

"ანუ თბილისში ინფექციის აქტიური ცირკულაცია ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე 2 200 მასწავლებლიდან 1 800 გაიტესტა, მათგან ვირუსი 14-ს დაუდასტურდა. გამყრელიძის ცნობით, უმეტესობა გურიაში გამოვლინდა. 


close დახურვა