logo
ENG



გამყრელიძე: იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომელიც დიდი ალბათობით ომიკრონმა გამოიწვია

05 იან 202220:39
3 წუთის საკითხავი
clock 1616
2022/01/05/ohdi7y0h6p1qu7a.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც, მისი თქმით, დიდი ალბათობით გამოწვეულია ომიკრონის შტამით.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ამ დროისთვის 159 ადამიანია ომიკრონით ინფიცირებული და დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად.

"იწყება კიდევ ე.წ. ასეთი აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია ამ ახალი [ომიკრონის] შტამით.

მოგახსენებთ შედარებით დეტალურ ანალიზს იმ 159 შემთხვევისა, რაც დილისთვის იყო დადასტურებული, 17%-ში გვქონდა რეინფიცირება, 67% არიან სრულად ვაქცინირებულები. ყველა ეს 159 შემთხვევა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად.

ვაქცინების რაოდენობა ამ ეტაპზე ქვეყანაში საკმარისია, რომ ყველა ადამიანმა ჩაიტაროს აცრა და გაიკეთოს ბუსტერი." - ამბობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 159 შემთხვევა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კლინიკები ომიკრონის გამოწვევებს მომზადებული ხვდებიან.

კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული.


close დახურვა