logo
ENG



გამყრელიძე: კერძო სექტორს ადრე შევთავაზეთ, ვაქცინა შემოეტანათ, თუმცა მწარმოებლები არ ყიდიან

08 თებ 202123:21
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: კერძო სექტორს ადრე შევთავაზეთ, ვაქცინა შემოეტანათ, თუმცა მწარმოებლები არ ყიდიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ კერძო სექტორს უფრო ადრე შესთავაზა, ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე ემუშავათ, თუმცა მისივე თქმით, მწარმოებლები ჯერჯერობით არ ყიდიან.

"ქვეყანას კონტრაქტი აქვს გაფორმებული მილიონ 400 ათას დოზაზე, 2 ნახევარი მილიონი გვჭირდება და ის რაც ისმოდა, რატომ კერძო სექტორს არაო, ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს, რომ ყველამ იმუშავეთ ყველა ამ მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ფაიზერი, არც ასტრაზენეკა, არც მოდერნა, არცერთი ჯერ [არ ყიდის]...

ისინი ვინც ყიდიან დღეს არიან თაღლითები, შუამავლები, არ დავასახელებ იმ ქვეყნებს. ჯერჯერობით ყიდიან და ამის ძალიან ძლიერი კონტროლია. ალბათ ევროკავშირის პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეთ ევროკავშირიდან როგორი ემბარგო ადევს ვაქცინების გარეთ გასვლას", - განაცხადა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ კოვიდის ვაქცინა დიდი სახელმწიფოების ხელში პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული.

"კოვიდის ვაქცინა იქცა დიდი სახელმწიფოების ხელში, არ დავასახელებ ვისი, პოლიტიკურ იარაღად. ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და საქართველო, რომელიც უკვე როგორც საშუალო მაღალგანვითარებული ქვეყანა, სწორედ მათ მხარდაჭერით აღმოჩნდა 4 ქვეყანას შრის, რომელსაც პირველი ლიმიტირებული ფაიზერი მიეცა. ეს მარტივი არ იყო", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველო თებერვლის შუა რიცხვებისთვის ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. ეს 14 625 ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. 


close დახურვა