logo
ENG



გამყრელიძე: კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემა შეიძლება, გადაიხედოს

24 ნოე 202115:28
3 წუთის საკითხავი
clock 1910
გამყრელიძე: კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემა შეიძლება, გადაიხედოს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტის უვადოდ გაცემაზე გადაწყვტილება შეიძლება გადაიხედოს. 

მისივე თქმით, NCDC-ს ამ თემაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო არსებული წესი.

"მწვანე პასპორტში არის 4 ინდიკატორი - ორჯერადი აცრა, ინფექციის გადატანა და ბოლო 72 საათში PCR, ბოლო 24 საათში ანტიგენის ტესტი.

ჩვენი პოზიცია იყო სხვა, საკოორცინაციო საბჭომ უმრავლესობით მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვნახოთ, დავაკვირდებით, შემდგომ შეიძლება, გადაიხედოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილმა მწვანე პასპორტებზე განცხადების დროს თქვა, რომ საბჭოზე იყო პოზიცია, მხოლოდ ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილებისთვის ყოფილიყო დოკუმენტის გაცემა. მანვე აღნიშნა, რომ მისი პირადი პოზიცია იყო, დროის შეზღუდვა მოეხსნათ. 

 

close დახურვა