დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინის წარმოება ფინალურ ეტაპზე გადადის.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხრამდე ვაქცინას კლინიკურად იკვლევენ.
"აქედან სამი მესამე ფაზის კვლევებშია და შესაძლებელია, რომ გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცონ რამდენიმე ვაქცინა", - თქვა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ვაქცინების გლობალური ალიანსის კოორდინირებით მიმდინარეობს ქვეყნებთან მუშაობა ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართულია საქართველო.
გამყრელიძის თქმით, იქ არის პირობები, რომელთაც ქვეყანას წაუყენებენ, რა ეტაპები უნდა გაიაროს და სწორედ ეს საკითხი განიხილეს დღევანდელ სხდომაზე.