logo
ENG



გამყრელიძე: მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდა

14 დეკ 202014:27
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვარაუდით, მომავალი 2 კვირა კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება. 

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, სიკვდილიანობის გაზრდა ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობას უკავშირდება. კერძოდ, მისი თქმით, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენბა 400-ს აღწევს.  

"მომავალი ორი კვირა გვექნება გაზრდა სიკვდილიანობის მაჩვენებლის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანების არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე, ხელოვნურ ვენტილაციაზე, რომლებიც არიან კრიტიკულად მძიმე და ყველაფერი კეთდება მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ როგორც ხედავთ, სტატისტიკიდან ჩვენ გვაქვს სიკვდილიანობის ზრდა, რომელიც მოსალოდნელი იყო, რომ სიკვდილიანობა როგორც წესი 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა იზრდება ხოლმე ინფიცირების მაჩვენებელი", - ამბობს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 337 შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა, ჩატარდა 6 554 ტესტი. 


close დახურვა