logo
ENG



გამყრელიძე: სანამ პანდემიაა, არ გვინდა 300-500 კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები

11 აგვ 202022:53
3 წუთის საკითხავი
 
6ybvf094g0mj1j1.png

"სანამ პანდემიაა, არ გვინდა 300-500 კაციანი ქორწილები და ჭირისუფლები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ილუზიაა შექმნილი, რომ კორონავირუსი დამარცხდა, თუმცა ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან მსოფლიოში კოვიდინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, საერთო ჯამში კი მსოფლიოში შემთხვევათა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა. 

"რთულია მოსახლეობას აუხსნა, რომ არ გვინდა ჯერჯერობით 300 და 500-კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები. ყველაფერი მოკრძალებული უნდა იყოს, სანამ პანდემიაა და პანდემია ჯერჯერობით არის. ყოველდღიურად მსოფლიოში ახალი შემთხვევების მატებაა. 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ მსოფლიოში. ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ. ამიტომ, მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ილუზია შეიქმნა, რომ ჩვენ კოვიდი დავამარცხეთ. არა, ბატონო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1264 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან გამოჯანმრთელებულია 1054 პაციენტი, გარდაცვლილია - 17.


close დახურვა