დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობს რომ არსებულ ეპიდსიტუაციაში სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად განახლდება. დღეს, 27 აგვისტოს ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, სკოლები უსაფრთხო არ იქნება.
"ვფიქრობ, განათლების სამინისტრო განიხილავს და სწავლა დაიწყება დისტანციურად. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9,43% გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია, მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა", - განაცხადა გამყრელიძემ.
27 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 73 ადამიანი.
საქართველოში გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს 7101 ადამიანი ემსხვერპლა.