logo
ENG



გამყრელიძე: ფული გადახდილი გვაქვს, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ კოვაქსზე არაა ვაქცინები

25 აპრ 202120:29
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ფული გადახდილი გვაქვს, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ კოვაქსზე არაა ვაქცინები

ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა პანდემიისა, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი. 

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, კოვაქსზე არ არის. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, იმიტომ, რომ კოვაქსზე არაა ვაქცინები.


close დახურვა